ჩიაბატა
ჩიაბატა [tʃaˈbat-ta] იტალიური წარმოშობის პურია, რომელსაც სხვა ქვეყნებშიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ. უკვე გაგაცანით ჩიაბატას რამოდენიმე სახეობა. ამჯერად შემოგთავაზებთ ჩიაბატას თეთრი ფქვილით, რომელიც ჩვენი საუზმის სტუმრებისათვის მოვამზადე. ძალიან გემრიელი გამოვიდა. უხდება კარაქი, ავოკადო, ყველი, მურაბები და ჯემები. სტუმრებს ძალიან მოეწონათ. თქვენც სინჯეთ
მასალა 2 ჩიაბატასათვის:
- 500 გ ფქვილი
- 2 ჩკ მშრალი საფუარი
- 2 ჩკ მარილი
- 2 სკ ზეითუნის ზეთი
- 400 მლ ნელთბილი წყალი
მომზადება:
ფქვილი, საფუარი მარილი და ზეთი მოათავსეთ ჯამში, დაასხით წყალი და მოზილეთ ცომი. ჯამს გადააფარეთ კულინარული ცელოფანი და დადგით ასაფუებლად. დაახლოებით ნახევარ საათში ცომი გადაზილეთ და 15 წუთი კიდევ დაასვენეთ.
შემდეგ ცომი ფქვილიან დაფაზე გადაიტანეთ, გადაზილეთ და ორ ნაწილად გაყავით. თითოეული ნაწილიდან მოამზადეთ გრძელი პურები, ფქვილი მოაყარეთ და შედგით წინასწარ 200-220 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში. აცხვეთ დაახლოებით 30 წუთი.
გამომცხვარი ჩიაბატები ცხრილზე გააცივეთ.
გემრიელია თბილიც და ცივიც. იდეალურია საუზმისათვის. უხდება კარაქი, ყველი, მურაბები, ჯემები, თაფლი.
მიირთვით გემრიელად!