წიწიბურას ფაფა

On 15/06/2014 by letusc

წიწიბურას ფაფა უგემრიელესი და ძალიან სასარგებლო საუზმე ან ხორცეულის და ბოსტნეული კერძების თანმხლებია.
წიწიბურა შეიცავს 10 % ცილას, ასევე კალიუმს, რკინას, კალციუმს და მაგნიუმს. მდიდარია E, B1 და B2 ვიტამინებით.
წიწიბურას ეძახიან არა მარცვლოვანს, არამედ ფსევდომარცვლოვანს, რომელიც წებოვან ცილას – გლუტენს არ შეიცავს, ამდენად გამოიყენება აგლუტენური კვებისათვის.

Buchweizenbrei

მასალა:

250 გ წიწიბურა
წყალი
მარილი
1 ჩკ კარაქი

მომზადება:

წიწიბურა მშრალ ტაფაზე მოხალეთ,

Buchweizen

შემდეგ წყალი გადაავლეთ, ქვაბში ჩაყარეთ, იმდენი წყალი დაასხით, რომ ზედაპირამდე მოადგეს და დადგით ცეცხლზე. რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და თავდახურული ხარშეთ. ხარშვის პროცესში რამოდენომეჯერ ფრთხილად მოურიეთ, რომ ძირზე არ მიიკრას. წყალი რომ ამოშრება და მარცვლები დარბილდება, წიწიბურა მოხარშულია. თუ წყალი დაშრა და წიწიბურა ჯერ კიდევ მოუხარშავია, ცოტა ადუღებული წყალი დაამატეთ.
მოხარშული წიწიბურა შეკმაზეთ მარილით და ცოტაოდენი კარაქით.
წიწიბურას ფაფა მიირთვით საუზმეზე ან ხორცეულის ან ბოსტნეულის კერძებთან ერთად.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *