გარგარის მურაბა
გარგარი ძალიან არომატული და სასარგებლო ხილია, შეიცავს კაროტინს, B1, B2 და C ვიტამინებს. გარდა ამისა კალიუმს, კალციუმს და ფოსფორს.
გთავაზობთ გარგარის მარტივად მოსამზადებელ მურაბას, უგემრიელესს და ქარვისფერს.
შაქრის რაოდენობა ხილის სიმწიფის მიხედვით თავად განსაზღვრეთ.
გარგარის მურაბა ძალიან უხდება სხვადასხვა სახის სრულმარცვლოვან პურს, უგემრიელესია სხვადასხვა ნამცხვარში, აგრეთვე ჩაისთან.
მასალა:
- 2 კგ მკვრივი გარგარი (კურკის გარეშე)
- 800 -1000 გ შაქარი
- 2 ლ ცივი წყალი (ყინულებიანი)
- 2 სკ სოდა
მომზადება:
გარგარი გახეჩეთ, კურკა გამოაცალეთ და აწონეთ. დაასხით ცივი სოდიანი წყალი (2 სკ 2 ლ წყალზე) და ორი საათი სიგრილეში (მაცივარში) გააჩერეთ. სოდა ხილს სიმკვრივეს უნარჩუნებს და ნაკლებად ჩაიშლება. შემდეგ გადაწურეთ და რამოდენიმეჯერ გარეცხეთ.
ფენა-ფენა დააყარეთ შაქარი და დატოვეთ წვენის გამოყოფამდე.
შემდეგ დადგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ. ცოტა ხანში ცეცხლი გამორთეთ და შეაცივეთ. ასე გაიმეორეთ რამოდენიმეჯერ, ვიდრე ატამი მოიხარშება. მურაბა ერთი ღამით “დაასვენეთ”.
მეორე დღეს ერთი კოვზი ცივი მურაბის წვენი დაასხით თეფშზე და კოვზის წვერით “გადასერეთ” წვენი. თუ კოვზმა სუფთა კვალი დატოვა და თეფში ზოლად გამოჩნდა, ეს ნიშნავს, რომ მურაბა მზადაა. თუ არა, დუღება გააგრძელეთ.
ცხელი მურაბა ჩაასხით ცხელ ქილებში, მოახრახნეთ ცხელი ხუფები და შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას.
მიირთვით გემრიელად!