ბროკოლის და ავოკადოს კრემსუპი
ბროკოლის და ავოკადოს კრემსუპი – გემრიელი და ვიტამინებით მდიდარი წვნიანი, რომელიც სტარტერად ან მსუბუქ ვახშმად შეგიძლიათ მიირთვათ.
მარხულებმა და ვეგანებმა ნაღების გარეშე მოამზადონ.
მასალა:
- 2 თავი ხახვი
- 2-3 კბილი ნიორი
- 800 მლ (დაახლოებით) მდუღარე წყალი
- 500 ბროკოლი
- 1 მწიფე ავოკადო
- 1 პამიდორი
- ზეთი
- 100 მლ ნაღები (სურვილით)
- მარილი, მსხვილად დაფქული წიწაკა
- ხმელი, დაფქული ქინძი, რამოდენიმე ღერი ბაზილიკი
- დაჭრილი ნიგოზი დეკორაციისათვის
მომზადება:
ქვაბში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში, დაასხით მდუღარე წყალი, ჩაყარეთ გარეცხილი და ყვავილებად დანაწილებული გარეცხილი ბროკოლი და ხარშეთ 15-20 წუთი. “ბლენდერით” ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და ქინძით. დაამატეთ დაჭრილი ავოკადო და პამიდორი. ყველაფერი ერთად ათქიფეთ, ნაღებიც დაამატეთ (სურვილით) და ერთხელ კიდევ წამოადუღეთ.
თუ სუპი სქელი მოგეჩვენებათ, ადუღებული წყალი დაამატეთ. გემო გაუსინჯეთ.
სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ბაზილიკი და ნიგოზი.
მიირთვით ცხელ ბაგეტთან ან სხვა სახის გახუხულ პურთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!