ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი

On 07/09/2015 by letusc

ამ კერძს პირობითად ეძახიან ყვავილოვანი კომბოსტოს “ბრინჯს”, რადგან დაკეპილი ყვავილოვანი კომბოსტოთი მზადდება და ბრინჯის მსგავსად გამოიყურება.
ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი ვიტამინებით მდიდარი და ძალიან გემრიელი კერძია. კერძი დაბალკალორიული და დაბალნახშირწყლოვანია (low carb). დასაშვების ვეგანებისა და მარხულებისათვის.
რადგან ყვავილოვან კომბოსტოს თავისი ინტენსიური გემო არ აქვს, ამიტომ შესაძლებელია სხვადასხვა სახის სუნელებით შეკმაზოთ და სულ სხვადასხვა მიმართულების არომატის კერძები მოამზადოთ, მე ამჯერად ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი ტაილანდური არომატის მიმართულებით წავიყვანე, შევკმაზე ქოქოსის რძითა და არაქისის კარაქით. მოამზადეთ აუცილებლად, ადვილი მოსამზადებელია.

Blumenkohlreis

მასალა:

  • 500 გ ყვავილოვანი კომბოსტო
  • 1-2 თავი ხახვი
  • 2-3 კბილი ნიორი
  • 200 მლ ქოქოსის რძე
  • 1-2 ჩკ არაქისის კარაქი
  • წიწაკა, მარილი, ქარი (Curry)
  • ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი
  • ქინძის ან კამის პატარა კონა

მომზადება:

წვრილად დაჭრილი ნიორი და ხახვი ტაფაზე ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. ჩაამატეთ დაკეპილი ყვავილოვანი კომბოსტო და ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ შუშვა. ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან არ უნდა დარბილდეს და ცოტა მკვრივი დარჩეს. მოაფრქვიეთ მარილი, ქარი და დაღერღილი წიწაკა და გადმოდგით ცეცხლიდან.
ქოქოსის რძეში გახსენით არაქისის კარაქი, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და ქარით. გააცხელეთ და მოასხით ყვავილოვან კომბოსტოს. კარგად აურიეთ, შეაცხელეთ, გემო გაუსინჯეთ და მწვანილი მოაფრქვიეთ.
ყვავილოვანი კომბოსტოს ბრინჯი სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ ხორცეულთან ან ბოსტნეულის კერძებთან ერთად ან ამ ყველაფრის გარეშე ისიამოვნეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *