ლიმონის და ქიშმიშის ნამცხვარი

On 27/11/2016 by letusc

შემოგთავაზებთ ძალიან არომატულ ლიმონის და ქიშმიშის ნამცხვარს ჩემი ძველი რვეულიდან. მსგავსი რეცეპტი შეიძლება თქვენს რვეულებშიც მოგეპოვებათ. ნამცხვარი ადვილი მოსამზადებელია, უგემრიელესია და ზამთრის სეზონს ძალიან უხდება.

 

Zitronen-Rosinen Kuchen

 

მასალა:

  • 250 გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 370 გ შაქარი
  • 6 სკ მაწონი
  • 1 ჩკ სოდა ძმრით
  • მწიკვი მარილი
  • 400-500 გ ფქვილი
  • ვანილი
  • 1 დიდი ლიმონი ან ფორთოხალი
  • 200 გ ქიშმიში
  • 50 გ შოკოლადი ან ცოტაოდენი შაქრის პუდრი
  • 50 გ ნიგოზი, დატეხილი

მომზადება:

ლიმონი გარეცხეთ ცხელი წყლით, გაამშრალეთ, შემოათალეთ თხლად კანი, მოაცალეთ თეთრი მასა და დაჭერით. შემდეგ კანი და რბილობი ქიშმიშთან ერთად ათქვიფეთ ბლენდერში, ან გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, დაამატეთ 70 გ (ან გემოვნებით) შაქარი.
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ 300 გ შაქართან და ვანილთან ერთად, დაამატეთ კვერცხები სათითაოდ. დაასხით მაწონი სოდით და კარგად ათქვიფეთ.
შეათქვიფეთ თანდათანობით ფქვილი. უნდა მიიღოთ სქელი, ბლანტი ცომი.
ცომის ნახევარზე მეტი თანაბრად გადაანაწილეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე, გადაუსვით ლიმონის და ქიშმიშის ნარევი, ზედაპირზე დაადეთ დანარჩენი ცომი კოვზის საშუალებით, გადაანაწილეთ და მოაფრქვიეთ ნიგოზი. საცხობი ფურცელი შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე.

 

Zitronen-Rosinen- Kuchen

 
რომ გამოცხვება, აცალეთ გაცივება და მოასხით ორთქლზე დამდნარი შოკოლადი ან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი.

 

Zitronen Rosinen Kuchen

 

Zitronen_Rosinen_ Kuchen

 

გემრიელად მიირთვით!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *