ჩაქაფული ქათმის ხორცით

On 12/05/2013 by letusc

გთავაზობთ ქათმის ხორცისაგან მომზადებულ ჩაქაფულს. ჩაქაფულს ბატკნის ხორცისაგან ამზადებენ, მაგრამ ვისაც ბატკანი (ცხვარი) ჩემსავით არ უყვარს, ქათმის და ძროხის ხორცი კარგი გამოსავალია. ქათმის ხორცისაგან მომზადებული ჩაქაფული არის ძალიან მსუბუქი, უაღრესად არომატული და უგემრიელესი კერძი.

ამასთანავე უნდა აღვნიშნო. რომ ჩაქაფული დიდი “ფოტოგენურობით” არ გამოირჩევა, მაგრამ მერწმუნეთ ძააალიან გემრიელია!

Tschaqafuli aus Hähnchenfleisch

მასალა:

tschaqafuli-kraut

  • 1 კგ ქათმის ბარკლები (ან ერთი ქათამი)
  • 1 კონა მწვანე ხახვი
  • 70-100 გ ქინძი
  • 70-100 გ ქორფა ტარხუნა
  • 50 გ კამა
  • 30 გ ოხრახუში
  • 100 გ მკვახე ტყემალი
  • მარილი და წითელი მწარე წიწაკა (გამხმარი ან ნედლი) გემოვნებით
  • 100 მლ თეთრი ღვინო
  • 1-2 კბილი ნიორი

მწვანილეულის რაოდენობა შეგიძლიათ თქვენს გემოვნებას მიუსადაგოთ.

მომზადება:

გარეცხილი ქათმის ნაჭრები მოათავსეთ ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე თავდახურული. 5-10 წუთში დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი მწვანე ხახვი, დაახურეთ სახურავი და განაგრძეთ შუშვა. ასევე 5-10 წუთში ჩაამატეთ დაჭრილი მწვანილი, წიწაკა და ტყემალი და აცალეთ მწვანილს ჩათუთქვა.

tschaqafuli-kochen

ამასობაში ხორცი წვენს მოიგდებს. დაამატეთ ღვინო და გააგრძელეთ ხარშვა. ჩაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი და შეკმაზეთ მარილით. ხორცი რომ მოიხარშება, ჩაქაფული მზად არის.

სუფრასთან ცხელი მიიტანეთ. მოაფრქვიეთ დაჭრილი მწვანილი (სურვილით).

Tschaqafuli aus Hähnchenfleisch

მიირთვით გემრიელად! Smile

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდა ქათამი სწრაფად იხარშება და ფრთხილად იყავით, რომ არ ჩაგეშალოთ.

რჩევა: ტყემლის სეზონზე გაყინეთ მკვახე ტყემალი და ზამთარშიაც ისიამოვნეთ არომატული ჩაქაფულით და ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “ჩაქაფული ქათმის ხორცით”

Leave a Reply to tamtarela Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *