ბატატის და სტაფილოს კრემსუპი

On 15/11/2014 by letusc

ბატატის და სტაფილოს კრემსუპი ბროკოლით უგემრიელესი, ვიტამინებით მდიდარი და სასარგებლო წვნიანია. კერძი ვეგეტარული და დაბალკალორიულია, მარხულებს და ვეგანებსაც გამოადგებათ. აუცილებლად მოამზადეთ, ძალიან მოგეწონებათ. Smile

Süßkartoffel-Karotten Cremesuppe

მასალა:

  • 2 თავი ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 500 გ ბროკოლი
  • 500 გ სტაფილო
  • 500 ბატატი
  • მარილი, ხმელი ქინძი, წითელი წიწაკა (ხმელი ან ნედლი), ქარი (Curry)
  • 200 მლ ქოქოსის რძე
  • 2-3 ჩკ არაქისის (მიწის თხილი) კარაქი
  • ქინძის პატარა კონა
  • კრემ-ყველი სურვილით
  • 1-2 სკ ზეთი

მომზადება:

ბროკოლი გარეცხეთ, ღერო მოაჭერით და თანაბარ ყვავილებად დაანაწილეთ. ღეროს უხეში კანი მოაფცქვენით და დაჭერით.
სტაფილო და ბატატი გარეცხეთ და მოზრდილ ნაჭრებად დაჭერით.
დაჭრილი ხახვი და ნიორი ქვაბში მოათავსეთ და ზეთში მსუბუქად მოშუშეთ. დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული და კარგად მოურიეთ. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ დაასხით იმდენი ადუღებული წყალი, რომ ბოსტნეული ოდნავ დაიფაროს და ხარშეთ, ვიდრე სტაფილო არ დარბილდება.
ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, შეკმაზეთ მარილით, წიწაკით, ქინძით და ქარით და “ბლენდერით” ათქვიფეთ კრემისებური მასის მიღებამდე. შემდეგ გაამატეთ ქოქოსის რძე და არაქისის კარაქი. სუპის სისქე თავად არეგულირეთ, თუ ძალიან სქელი გამოვიდა, ადუღეული წყალი დაუმატეთ. გემო გაუსინჯეთ და კედევ ერთხელ წამოადუღეთ.
როცა სუპი თითქმის მზად იქნება, მოამზადეთ ბროკოლის ყვავილები:  მოხარშეთ მარილიან მდუღარე წყალში 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ ქაფქირით ამოიღეთ და წინასწარ მომზადებულ ყინულიან წყალში ჩაყარეთ. ყინულიანი ქყალი შეაჩერებს ხარშვის პროცესს და ბროკოლი ხასხასა მწვანე ფერს შეინარჩუნებს. დაწურეთ საწურზე.

ბატატის და სტაფილოს კრემსუპი სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ ღრმა თეფშით. თეფშზე დასხმულ სუპს დაამატეთ 1 ჩკ მდნარი ყველი (სურვილით) და ბროკოლის რამოდენიმე ყვავილი.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *