ტოლმა წითელ კომბოსტოში

On 06/01/2015 by letusc

ტოლმა წითელ კომბოსტოში – უგემრიელესი და ულამაზესი სადილი ან ვახშამი. Smile

 

Rotkohlroulade

 

მასალა:

  • 1 კგ შერეული ფარში (ღორი და ძროხა)
  • 100 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 1 ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • ახლად დაფქული წიწაკა, მარილი, გემოვნებით
  • პატარა კონა ქინძი
  • ერთი საშუალო ზომის წითელი კომბოსტო

მომზადება:

ფარშში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, 2 კბილი გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, ქინძი, წიწაკა, გარეცხილი ბრინჯი და ხელით კარგად აურიეთ.
მოზრდილ ქვაბში წყალი აადუღეთ და დაამარილეთ. კომბოსტოს ფოთლები დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში გათუთქეთ და სქელი ძარღვები დანით აათალეთ. ფოთოლზე დაადეთ დაახლოებით 1 სკ (ან მეტი) ხორცი და შეახვიეთ.
მომზადებული ტოლმები ჩააწყვეთ ქვაბში. კომბოსტოს ნახარში შეკმაზეთ მარილით, წიწაკით და ნივრით, დაასხით ტოლმებს, ისე, რომ ფარავდეს, დააფარეთ გადმობრუნებული ღრმა თეფში, და დადგით მოსახარშად. რომ ადუღდება, ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ ხარშვა. 30-45 წუთში ტოლმა მზადაა.

 

Rotkohl - Roulade

 
ტოლმა სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.

გემრიელად მიირთვით! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *