სალათი პომელოთი

On 24/01/2016 by letusc

ვიტამინებით მდიდარი, დაბალკალორიული, დაბალნახშირწყლოვანი და ძალიან გემრიელი სალათი. პომელო სალათს C-ვიტამინით ამდიდრებს და არაჩვეულებრივ არომატს ანიჭებს.

Pomelosalat

მასალა 2-3 ულუფისათვის:

  • 1/2 თავი სალათი (ნებისმიერი სახის მწვანე სალათი)
  • ერთი მუჭა ისპანახის ნორჩი ფოთლები
  • ერთი მუჭა ნორჩი რუკოლა
  • ნახევარი ბულგარული წიწაკა (პაპრიკა)
  • პომელოს რბილობი (რაოდენობა სურვილის მიხედვით) 
  • 1 სკ ზეითუნის ზეთი, 
  • 1 ჩკ ძმარი (ბალზამიკო, ან სხვა)
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

დაჭრილი სალათი და პაპრიკა, ისპანახის ფოთლები და რუკოლა მოათავსეთ ჯამში და ფრთხილად ამოურიეთ.
მოამზადეთ საკმაზი: ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო შეურიეთ ერთმანეთს.
პომელოს ნაწილებს მოაცილეთ კანი და ხელით დახლიჩეთ პატარა ნეჭრებად.
სალათის ნარევი გადაიტანეთ თეფშებზე ულუფებად, მოაწყვეთ პომელოს ნაჭრები, მოასხით საკმაზი, მოაფრქვიეთ მარილი და პილპილი და მიიტანეთ სუფრასთან.
სალათი პომელოთი შეგიძლიათ სტარტერად, გარნირად ან ვახშმად მიირთვათ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *