ატმის და ბანანის სმუზი
ზაფხულის ცხელ დღეებში ძალიან გესიამოვნებათ ატმის და ბანანის უგემრიელესი სმუზი. უმარტივესია მოსამზადებლად.
მასალა:
- 3 მწიფე ატამი
- 1 ბანანი
- ცოტაოდენი წყალი ან ნებისმიერი ხილის წვენი
მომზადება:
ატამი გარეცხეთ და დაჭერით. ბანანი გაფცქვენით და დაჭერით.
ორივე ხილი ბლენდერით ათქვიფეთ და წყლით ან წვენით სასურველ სისქემდე გაათხელეთ, კარგად გააცივეთ და ისიამოვნეთ.
მიირთვით გემრიელად!