ფელამუში

On 24/08/2015 by letusc

ყველასათვის საყვარელი დესერტის – ფელამუშის რეცეპტი ბესო გლოველისაგან.

ფელამუში და მისგან მომზადებული ჯანჯუხა დამახასიათებელია დასავლეთ საქართველოსათვის, ხოლო თათარა და ჩურჩხელა – აღმოსავლეთ საქართველოსათვის.
ფელამუში მზადდება ხილის (ყურძნის, ვაშლის…) წვენით და სიმინდის ფქვილით, თათარა კი თეთრი ყურძნის (რქაწითელის) წვენით და პურის ფქვილით.
მე მოვამზადე ფელამუში ბესოს რეცეპტით და ფოტოები გადავიღე. გამოვიყენე ნაყიდი წითელი ყურძნის წვენი. ძალიან გემრიელი გამოვიდა. დიდი მადლობა, ბესო. Smile

მაშ ასე, გადავდივართ ბესოს რეცეპტზე:
ფელამუში მზადდება სიმინდის ფქვილისგან და ხილის წვენისაგან. წვენი შეიძლება იყოს ყურძნის, ვაშლის, მსხლის და ა.შ. ღია ფერის წვენით გამოდის ღია ფერის ფელამუში, წითლით კი მუქი. მე ყოველთვის უპირატესობას ყურძნის წვენს ვანიჭებ. ფელამუში შეიძლება ნაყიდი ან სახლში მომზადებული წვენით მოამზადოთ.

 

Pelamuschi

 

მასალა:

  • წვენი 100% ანი 1 ლ
  • სიმინდის ფქვილი 200 გ
  • შაქარი 150-200 გ
  • ნიგოზი სურვილისამებრ

მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ წვენი, ჩავყაროთ ფქვილი და ვურიოთ მანამ, სანამ ფქვილი სულ არ გაიხსნება. დავამატოთ შაქარი და ცოტა ხანს კიდევ მოვურიოთ. ამის შემდეგ შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და თან სულ ვურიოთ (ძირში რომ არ მიიწვას). როცა დუღილს მიაღწევს, მასა გასქელდება და ამოვა ჰაერის ბუშტები. გავაგრძელოთ მორევა კიდევ რამოდენიმე წუთს და მერე გადმოვდგათ ცეცხლიდან.
ფელამუში მზადაა და სანამ გაცივდება უნდა ჩავასხათ სასურველ ფორმებში, რადგან გაცივებისას ფელამუში სქელდება.
ასეთ ფელამუშში შეიძლება ჩურჩხელის ამოვლებაც.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *