მწვანე სალათი ქათმით

On 08/12/2012 by letusc

Mischsalat mit Hähnchenbrustfilet

ძალიან გემრიელი, დაბალკალორიული და სასარგებლო სალათი.

მასალა:

  • 2 ცალი ქათმის მკერდი,
  • 1/2 თავი სალათი (ნებისმიერი სახის მწვანე სალათი)
  • 1 დიდი პამიდორი,
  • 1 პატარა კიტრი,
  • 1-2 ცალი მწვანე ხახვი,
  • ქინძი, ოხრახუში, კამა
  • 100 გ კუბებად დაჭრილი ყველი (სულგუნი, ან ხვა),
  • ნედლი მწარე წიწაკა გემოვნებით,
  • 1სკ ზეითუნის ზეთი,
  • 1 ჩკ ძმარი (ბალზამიკო, ან სხვა)
  • მარილი  გემოვნებით
  • ზეთი ქათმის შესაწვავად

მომზადება:

ქათმის მოხარშული, ან შემწვარი ხორცი დაჭერით კუბებად, დაამატეთ მსხვილად დაჭრილი სალათის ფოთლები, დაჭრილი პამიდორი და კიტრი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილი, ყველი, რგოლებად დაჭრილი წიწაკა, მოასხათ ზეთის და ძმრის ნარევი და ფრთხილად ამოურიეთ. შეკმაზეთ მარილით. დამარილებისას გაითვალისწინეთ ყველის მარილიანობა.

ეს სალათი შეგიძლიათ სტარტერად, ან ვახშმად მიირთვათ

მიირთვით გემრიელად   Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *