ქოქოსის და ფინიკის პრალინები
ეს ძალიან გემრიელი და ჯანსაღი სასუსნავი, ქოქოსის და ფინიკის პრალინები, ჩემმა მეუღლემ მოამზადა, ადვილი მოსამზადებელია, სცადეთ და ისიამოვნეთ
მასალა:
- 100 გ ფინიკის ნაყოფი (კურკის გარეშე)
- 50 გ ქოქოსის ფანტელი
- 1 სკ კონიაკი
- 100 გ მუქი შოკოლადი
მომზადება:
ფინიკის ნაყოფები გაჭერით ოთხად, ქოქოსის ფანტელებთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში და დააქუცმაცეთ მაქსიმალურად. დაამატეთ კონიაკი და ხელით კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შიგთავსის მასიდან მოამზადეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ დამდნარ შოკოლადში. მომზადების წესი იხილეთ გოზინაყის პრალინების რეცეპტში.
ფინიკის და ნუშის პრალინები გააცივეთ და სუფრასთან მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!