ქათმის კუჭმაჭი ნიგვზით

On 20/01/2013 by letusc

კუჭმაჭი ნიგვზით გახლავთ ძალიან გემრიელი კერძი, რომელიც ნიგვზიან მხალეულთან ერთად ქართული სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

Hähnchen Innereien mit Walnüssen

მასალა:

  • 1 კგ ქათმის  კუჭმაჭი
  • 200 გ გატარებული ნიგოზი
  • 2 ჩკ დაფქული ხმელი ქონდარი
  • 1 ჩკ უცხო სუნელი
  • 1-2 კბილი გაჭყლეტილი ნიორი
  • მარილი, დაფქული მწარე წიწაკა
  • 1-2 სკ ღვინის ძმარი
  • ¼ ბროწეული

მომზადება:

კუჭმაჭი მოხარშეთ. ხარშვისას ქაფი მოხადეთ. ქაფქირით ამოიღეთ, გაშლილ თეფშზე მოათავსეთ და ცხელსვე მოაყარეთ მარილი და 1 ჩკ ქონდარი. აცალეთ გაცივება. ნახევარი ჭიქა ნახარში გადაინახეთ.

გაცივებული კუჭმაჭი დაჭერით პატარა ნაჭრებად, დაამატეთ ნიგოზი, ძმარი, წიწაკა, უცხო სუნელი, ნიორი, დარჩენილი ქონდარი და კარგად აურიეთ. თუ ძალიან მშრალია, დაამატეთ ცოტა ნახარში. გემო გასინჯეთ და დამატებით შეკმაზეთ. შეურიეთ ბროწეულის მარცვლები.

მიირთვით გემრიელად! Smile

პ.ს. ამ რეცეპტით შეგიძლიათ ღორის კუჭმაჭიც მოამზადოთ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

One Response to “ქათმის კუჭმაჭი ნიგვზით”

Leave a Reply to dankbarer Konsument Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *