შვრიის ქატოს და სელის პური
შვრიის ქატოს და სელის პური არა მარტო გემრიელია, არამედ ძალიან სასარგებლოცაა. შეიცავს მინიმალური რაოდენობის ნახშირწყლებს. სელის თესლი მდიდარია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით. პური საერთოდ არ შეიცავს ხორბლის ფქვილს.
ეს პური იმითაა გამორჩეული, რომ მიკროტალღოვან ღუმელში ცხვება და ამის გამო ჩქარა მზადდება.
შვრიის ქატოს და სელის პური გამოადგებათ low carb და დუკანის დიეტის მიმდევრებს მეორე ფაზიდან და ყველა მათ, ვისთვისაც ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია.
მასალა:
- 2 სკ შვრიის ქატო
- 2 სკ სელის თესლი
- 2 სკ დაღერღილი სელის თესლი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 2 კვერცხი
- 2 სკ ხაჭო/მაწონი
- მწიკვი მარილი
მომზადება:
მშრალი მასალა შეურიეთ ერთმანეთს.
მიკროტალღოვანი ღუმელის გამძლე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, დაამატეთ ხაჭო და ათქვიფეთ. დაამატეთ მშრალი მასალა და კარგად აურიეთ. ცომი 5 წუთი დაასვენეთ. ამის შემდეგ ჯამს დააფარეთ მიკროტალღოვანი ღუმელის სახურავი და მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩართეთ 7 წუთით. შემდეგ პური გამოიღეთ ღუმელიდან, დანა შემოატარეთ ჯამის კიდეებზე, გადმოაბრუნეთ და ერთი წუთით ისევ შედგით ღუმელში დაუფარებლად, ასე მეორე ზედაპირიც გამოუშრება.
შვრიის ქატოს და სელის პური დადეთ ცხრილზე და ბოლომდე გააცივეთ.
ეს პური ძალიან უხდება საუზმეს, გემრიელია გახუხულიც. გამოსადეგია სხვადასხვა დაბალნახშირწყლოვანი დიეტების დროს, მაგალითად, ლოწ ცარბ და დუკანის დიეტების დროს.
მიირთვით გემრიელად!