გლუვაინ
გლუვაინ (იგივე გლინტვეინი) ტრადიციული საშობაო სასმელია, რომელიც ევროპული საშობაო ბაზრობის განუყოფელი ნაწილია. გლუვაინ მზადდება წითელი ან თეთრი ღვინით, სხვადასხვა სუნელებით არის არომატულად შეზავებული და ცხლად მიირთმევა. მისი უამრავი სახესხვაობა არსებობს. გთავაზობთ წითელი ღვინით მომზადებულ, ჩემს მიერ ადაპტირებულ, ერთ-ერთ ვარიანტს.
მასალა:
- 750 მლ წითელი ღვინო
- 2 დარიჩინის ღერი
- 10 ცალი მიხაკი
- 0,5 ჩკ კარდამონი
- ½ ლიმონი
- 1 ფორთოხალი
- 200 მლ წყალი
- 1 პატარა პარკი შავი ჩაი
- 4 სკ შაქარი (დაახლოებით)
მომზადება:
ქვაბში ჩაყარეთ ლიმონის და ფორთოხლის თხლად ათლილი კანი, დარიჩინის ღერები, მიხაკი, კარდამონი, დაასხით ღვინო და გააცხელეთ. არ აადუღოთ!
დაამატეთ წყალი, ლიმნის და ფორთოხლის გამოწურული წვენი, ჩაის პარკი, შაქარი და 1 საათი “დაასვენეთ”. შემდეგ ისევ გააცხელეთ და გემო გასინჯეთ. თუ შაქარი აკლია, დაუმატეთ.
სუფრასთან მიიტანეთ ფინჯნებით. სასმელის დამატების წინ ქვაბი ისევ შეაცხელეთ.
ლაიპციგის საშობაო ბაზრობაზე გადაღებული ფოტო
ჩემი ნახელავი
მიირთვით გემრიელად!