შემწვარი მწყერი სუნელებიანი ტომატით
რეცეპტი ჩვენი მკითხველის ნინო გვარაძისაგან.
მწყერი კარგად გაასუფთავეთ, ჩაჭერით მკერდის ძვლის გასწვრივ სიგრძეზე და გადახსენით. მთლიანად წაუსვით მარილი და დატოვეთ ასე დაახლოებით 10 წუთით.
ცალკე მოამზადეთ: 1 სკ ტომატში აურიეთ თითო ჩკ ნებისმიერი ხმელი სუნელი: ქინძი, წითელი წიწაკა, ყვითელი ყვავილი, სვანური მარილი ძალიან უხდება! თუ სვანური მარილი არ გაქვთ ცოტა ჩვეულებრივი მარილი. ეს მასა მთლიანად შეაზილეთ მწყერს, ტაფაზე დაასხით ცოტა ცხიმი (ზეთი ან კარაქი) და შეწვით წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.
გარნირად უხდება შემწვარი კარტოფილი. კარტოფილი უფრო გემრიელია, თუ მწყერთან ერთად შეწვავთ.
გემრიელად მიირთვით!