ლეღვიანი ყველის ნამცხვარი
ეს უგემრიელესი ლეღვიანი ყველის ნამცხვარი ჩემმა შვილმა გვანცამ გამოაცხო. არაჩვეულებრივია! თქვენც სინჯეთ აუცილებლად.
მასალა:
ცომი:
- 150 გ კარაქი
- 125 გ შაქარი
- 1 კვერცხი
- 1 მწიკვი მარილი
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- 30 გ კაკაო
- 250 გ ფქვილი
ყველის შიგთავსი:
- 100 გ კარაქი
- 200 გ არაჟანი (ან ჩრემე Fრისცჰე)
- 250 გ იოგურტი (ან მაწონი)
- 300 გ კრემ-ყველი
- 3 კვერცხი
- 150 გ შაქარი
- 2 შეკვრა ვანილიანი პუდინგის ფხვნილი (დაახლოებით 40 გ)
- 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 200 გ ლეღვის ჩირი
მომზადება:
ცომი:
კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილიანი შაქარი ერთად გათქვიფეთ, შეურიეთ ფქვილის, კაკაოს და გამაფხვიერებლის ნარევი და მოზილეთ ცომი. ცომს მიეცით გუნდის ფორმა, შეახიეთ კულინარულ ცელოფანში და ნახევარი საათით მაცივარში გააცივეთ.
26 სმ დიამეტრის ფორმაში ქაღალდი ჩაფინეთ და გვერდებზე ცხიმი წააცხეთ. ლეღვები გაჭერით ოთხად, თუ დიდი ლეღვებია, მეტ ნაწილად.
ყველის შიგთავსი:
კარაქი დაადნეთ და გააცივეთ.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. შეათქვიფეთ კარაქი, კრემ-ყველი, იოგურტი და არაჟანი, ბოლოს კი პუდინგის ფხვნილი და კარგად ათქვიფეთ.
ცომის 3/4 მოათავსეთ მომზადებულ ფორმაში, კარგად ჩატკეპნეთ და გვერდებიც ამოაშენეთ. ჩაასხით შიგთავსი.
დარჩენილი ცომისაგან მოგლიჯეთ პატარა ნაწილები და ზედაპირზე ლეღვთან ერთად გადაანაწილეთ. ცხობის პროცესში კაკაოიანი ცომის ნაწილები და ლეღვები ცომში ჩაიძირება.
ფორმა შედგით წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 60-65 წუთით. შემდეგ ღუმელი გამორთეთ, კარი ცოტა შეხსენით და 30 წუთი ასე დატოვეთ.
ნამცხვარი ფორმიანად დადეთ ცხრილზე და ბოლომდე გააცივეთ. სუფრაზე მიტანამდე რამოდენიმე საათი მაცივარში გააცივეთ.
გაცივებული ლეღვიანი ყველის ნამცხვარი ბასრი დანით დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ.
გემრიელად მიირთვით!