მარწყვის ტორტი პუდინგით

On 04/06/2015 by letusc

უმარტივესი და უგემრიელესი მარწყვის ტორტი პუდინგით შემი შვილის, ნატალის საყვარელი ტორტი იყო პატარაობისას. ძალიან მოსწონდა მისი მეგობრის დედის მომზადებული. ახლა თვითონ ამზადებს ხოლმე. მარწყვის მაგიერ შეგიძლიათ ნებისმიერი სახის კენკრა გამოიყენოთ.
ეს სახელდახელო ტორტი მომზადებულია ნაყიდი ბისკვითით. თქვენ შეგიძლიათ ბისკვიტი ნებისმიერი რეცეპტით სახლშიც მოამზადოთ, თუ სურვილი გაქვთ.
ტორტის ზედაპირზე ხილი რომ არ გამოშრეს, შეგიძლიათ ჟელეს თხელი ფენა მოასხათ. მაგრამ ისეთი გემრიელია, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი არაა და გამოშრობის საშიშროებაც ნაკლებია. Sealed

Erdbeer-Pudding Torte

მასალა:

  • 1 ნაყიდი ბისკვიტი
  • 1 შეკვრა ვანილიანი პუდინგი
  • 500 მლ რძე
  • 2 სკ შაქარი
  • 600-700 გ მარწყვი

მომზადება:

მოამზადეთ პუდინგი მიკროტალღოვან ღუმელში, ისე, როგორც რუბარბის და პუდინგის ტარტის რეცეპტშია აღწერილი: პუდინგის ფხვნილი, რძე და შაქარი აურიეთ, შედგით მიკროტალღოვან ღუმელში 800 ვატზე 2-4 წუთით. წუთში ერთხელ გამოიღეთ ღუმელიდან და მოურიეთ. ფრთხილად, შეიძლება პუდინგი ამოდუღდეს და გადმოვიდეს, ამიტომ ეცადეთ უყურადღებოდ არ დატოვოთ. შემდეგ კულინარული ცელოფანი გადააფარეთ და
აცალეთ გაცივება. თუ გეჩქარებათ, პუდინგიანი ჭურჭელი ცივ წყალში ჩადგით.
ამასობაში გარეცხეთ მარწყვი, ქაღალდზე შეაშრეთ და ყუნწები მოაცალეთ. იმდენ მარწყვს დაუტოვეთ ყუნწი, რამდენიც ბისკვიტის კიდეს წრიულად შეავსებს (იხილეთ ფოტო). თითოეული მარწყვი შუაზე გაჭერით.
გაცივებული პუდინგი მიქსერით ათქვიფეთ და ბისკვიტს წაუსვით. მარწყვი ზედაპირზე ლამაზად გაანაწილეთ. ყუნწიანი მარწყვები კიდეზე შემოაწყვეთ.
სულ ესაა. ცოტა ხანს მაცივარში გააცივეთ და

გემრიელად მიირთვით თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *