შოკოლადიანი და ჯემიანი ფხვიერი ნამცხვრები
ეს უგემრიელესი შოკოლადიანი და ჯემიანი ფხვიერი ნამცხვრები სრულმარცვლოვანი ფქვილით მოვამზადე. თქვენ შეგიძლიათ ხორბლის ფქვილითაც შეცვალოთ, თუ სურვილი გაქვთ. ჯემი შეგიძლიათ საკუთარი გემოვნებით შეარჩიოთ, მე ატმის ჯემი გამოვიყენე და ძალიან მოუხდა.
მასალა:
- 150 გ შაქარი
- 250 გ კარაქი
- 1-2 კვერცხი
- 1-2 სკ კაკაო
- 450 გ რბილი ხორბლის სრულმარცვლოვანი ფქვილი
- 100 გ წმინდად დაფქული ნუში
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1 მწიკვი მარილი
- 1 სკ კონიაკი
- 1 ჩკ გამაფხვიერებელი
- ჯემი
- 200 გ მუქი შოკოლადი
სურვილით საშობაო სუნელები:
- დაფქული მიხაკი, ილი და მუსკატის კაკალი, თითოეული 1/4 ჩკ
- 1/4 ჩკ გახეხილი ჯანჯაფილი
მომზადება:
შაქარი და დარბილებული კარაქი გათქვიფეთ, დაამატეთ კვერცხები და გააგრძელეთ თქვეფა. გამაფხვიერებლიანი ფქვილი, ნუში, კონიაკი, ვანილიანი შაქარი, მარილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი, რომელიც ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ. ცომი შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და ერთი საათით მაცივარში შეინახეთ. შემდეგ 5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ, წრეები ამოჭერით და გამოაცხვეთ 175 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ცომმა ფერი არ უნდა შეიცვალოს. ცხრილზე გააცივეთ.
ყოველი 2-2 წრე დაახლოებით 1 ჩკ ჯემით შეაერთეთ.
დამტვრეული შოკოლადი ორთქლზე, ან მიკროტალღოვან ღუმელში დაადნეთ, თითოეულ ნამცხვარს ზედაპირზე გადაავლეთ და რამოდენიმე საათი დაასვენეთ, რომ შოკოლადი გამაგრდეს და ნამცხვარმა ჯემი შეიწოვოს.
მიირთვით გემრიელად!