სოკოში გამომცხვარი ფარში
მასალა:
- 500 გ გატარებული ხორცი (შერეული-ღორი, ძროხა),
- 12 ცალი (დაახლოებით) დიდი ქამა სოკო,
- 2 საშუალო ზომის ხახვი,
- 100 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი,
- 200 გ ყველი (სულგუნი, ან სხვა),
- პილპილი, მარილი გემოვნებით,
- ზეთი ხორცის მოსახრაკად.
მომზადება:
სოკოებს მოვაცალოთ ფეხები და ფეხები დავკეპოთ. ბრინჯი მოვხარშოთ და საწურზე დავწუროთ. ღრმა ტაფაში ზეთში მოვხრაკოთ წვრილად დჭრილი ხახვი და სოკოს დაჭრილი ფეხები. ჩავამატოთ გატარებული ხორცი, კოვზით კარგად დავანაწილოთ, ვაცალოთ ჩაშუშვა, ხშირად ვურიოთ, რომ ხორცი არ შეწებდეს. ხორცი რომ მომზადდება, შევკმაზოთ ძლიერად მარილით და პილპილით, ბრინჯი სასურველი პროპორციით, ხელახლა შევკმაზოთ და ცოტა ხანს კიდევ ჩავშუშოთ ბრინჯთან ერთად. უფეხო სოკოები ამოვავსოთ მომზადებული ხორცით, ცოტა ამოვამაღლოთ, დავფაროთ ყველით და ხელით კარგად დავტკეპნოთ.
გამოვაცხოთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი. ბოლო წუთებში მივცეთ ზედა ცეცხლი, რომ ზედაპირი შეებრაწოს.
მიირთვით ცხლად ნაღების სოუსთან და მწვანე სალათთან ერთად.
გაამოთ!