შქმერული

On 09/03/2013 by letusc

რაჭველების, უფრო მეტად კი შქმერელების საყვარელი და საამაყო კერძი, რომელიც ჩემს გერმანელ მეგობრებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს. ალბათ არსებობს შქმერულის მომზადების განსხვავებული ვარიანტები. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ვესიას, რომელიც უგემრიელესია და უადვილესი მოსამზადებლად.

შქმერული

მასალა:

  • 1 წიწილა
  • მარილი
  • ნიორი გემოვნებით (დაახლოებით 3-5 კბილი)
  • 50 მლ (დაახლოებით) ზეთი შესაწვავად

მომზადება:

შეწვით წიწილა მეთოდით, რომელიც მითითებულია რეცეპტში “ტაბაკა” ან შეწვით სასურველი რაოდენობის ქათმის ბარკლები ტაფაზე.

tabaka

შემწვარი წიწილა დაჭერით და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. ქათმის შენაწვავ ტაფაში ჩაასხით დაახლოებით 300 მლ ადუღებული წყალი, დაამატეთ გაჭყლეტილი ნიორი გემოვნებით, შეკმაზეთ მარილით, წამოადუღეთ და დაასხით დაჭრილ ქათამს. შქმერულს მიატანეთ ბაგეტი ან სხვა სახის გახუხული პური.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

One Response to “შქმერული”

Leave a Reply to titi´s Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *