ლობიოს ღვეზელი

On 04/01/2014 by letusc

ლობიოს ღვეზელი საფუარიანი ცომით – ადვილად მოსამზადებელი და ძალიან გემრიელი კერძია. შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრისათვის, ან ოჯახური სადილისათვის მოამზადოთ. დასაშვებია ვეგანებისა და მომარხულებისათვის.

bohnenpie

მასალა:

ცომი:

  • 1 კგ ფქვილი
  • 3 ჩკ მშრალი საფუარი
  • 4 სკ მცენარეული ზეთი
  • 2 ჩკ მარილი
  • 1 სკ შაქარი
  • დაახლოებით 600-700 მლ სითხე (წყალი ან რძე და წყალი შერეული)

ლობიო:

  • 1 გკ ხმელი ლობიო ან ლობიოს კონსერვი
  • 3 თავი ხახვი
  • 4 კბილი ნიორი
  • 2-3 სკ ზეთი
  • მარილი, წიწაკა, ქონდარი, ქინძის თესლი და ნედლი ქინძი გემოვნებით (უხვად)

მომზადება:

მოხარშეთ ლობიო, ნახარში გადაწურეთ და ნაწილი შეინახეთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ზეთში მოხრაკეთ და დაამატეთ ლობიოს. დაამატეთ აგრეთვე მარილი და სუნელები გემოვნებით და ბლენდერით დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ. ლობიოს უნდა ჰქონდეს ფაფის კონსისტენცია. სისქე ცვალეთ შენახული ნახარშით.
თუ კონსერვს გამოიყენებთ, ქილის შიგთავსი ჩაასხით ქვაბში და აადუღეთ. გასინჯეთ ლობიოს მარცვლები. თუ კარგადაა მოხარშული, გააგრძელეთ მომზადება ისე, როგორც ზევით არის აღწერილი, თუ ხარშვა აკლია, გააგრძელეთ ხარშვა, ვიდრე მზად არ იქნება.

ცომი მოამზადეთ ხაჭაპურის რეცეპტის მიხედვით.
ცომი რომ ამოფუვდება, კიდევ ერთხელ ჩაზილეთ.
ღუმელი 220 გრადუსზე გაახურეთ.
საცხობ ფურცელზე ქაღალდი დაფინეთ. ცომის 2/3 ზედვე გააბრტყელეთ და ლობიოს შიგთავსი თანაბრად გადაანაწილეთ.

Pie

დარჩენილი ცომი გააბრტყელეთ საცხობი ფურცლის ზომაზე, გადააფარეთ ლობიოს და ცომის კიდეები ფქვილიანი ხელით შეაწებეთ.

Bohnenpie

ზედაპირზე დანით ჭრილები გააკეთეთ და 200 გრადუსზე გამოაცხვეთ. ღვეზელი ოქროსფერს რომ მიიღებს, მზადაა.
ლობიოს ღვეზელი სუფრასთან ცხელი მიიტანეთ.
უხდება კიტრის ან სხვა მწნილეული.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *