მსხლის ნამცხვარი

On 28/01/2018 by letusc

მსხალი ძალიან გემრიელი და სასარგებლო ხილია. ნაყოფი მდიდარია უჯრედისით, A, C და B-ჯგუფის ვიტამინებით, შეცავს ასევე მიკროელემენტებს: გოგირდს, სპილენძს, თუთიას, იოდს, მაგნიუმს, ფოსფორს, კალიუმს და კალციუმს.
მსხლისაგან მომზადებული ნამცხვრებიც ძალიან გემრიელია. უკვე გაგაცანით შოკოლადიანი ტორტი მსხლით. ამჯერად გთავაზობთ სრულმარცვლოვანი ფქვილით, თხილეულით და კაკაოთი მომზადებულ მსხლის ნამცხვარს. ძალიან გემრიელია და ადვილი მოსამზადებელი, სცადეთ აუცილებლად.

Birnenkuchen

მასალა (ოთახის ტემპერატურის):

  • 300 გ სრულმარცვლოვანი (ან თეთრი) ფქვილი
  • 100 გ სიმინდის სახამებელი
  • 5 კვერცხი 
  • 220 გ შაქარი
  • 200 გ კარაქი
  • ¼ ჩკ მარილი
  • 2 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 200 გ ნაღები
  • 100 გ დაფქული მზესუმზირა/ნიგოზი/ნუში
  • 3 სკ კაკაო
  • 2 ჩკ გამაფხვიერებელი
  • 50 გ დატეხილი თხილეული დეკორაციისათვის
  • 50 გ შოკოლადი დეკორაციისათვის
  • 1 კგ მსხალი

მომზადება:

მსხალი გარეცხეთ, გათალეთ, შუაზე გაჭერით და წვეტიანი დანით თესლები ბუდიანად ამოჭერით. მრგვალი ზედაპირი რამოდენიმეჯერ გადასერეთ.
ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.
კარაქი გათქვიფეთ შაქართან, ვანილიან შაქართან და მარილთან ერთად გათეთრებამდე. დაამატეთ თითო-თითო კვერცხი და თან თქვიფეთ, ვიდრე კვერცხები არ შეერევა კარაქს. შემდეგ დაამატეთ ნაღებიც. ფქვილი, გამაფხვიერებელი, სახამებელი, დაფქული მზესუმზირა/ნიგოზი/ნუში და გაცრილი კაკაო აურიეთ კარგად და მინიმალურ სიჩქარეზე მბრუნავი მიქსერით კარგად შეურიეთ კვერცხის და კარაქის ნარევს. ცომი დაასხით ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე (30სმX40სმ), ზედაპირზე მოაწყვეთ მსხლის ნახევრები, მოაფრქვიეთ თხილეული და შედგით ღუმელში. ცხობისათვის დაგჭირდებათ დაახლოებით 35-40 წუთი (ხის ჩხირით შეამოწმეთ).

Birnrn-Kuchen

მზა ნამცხვარი გააცივეთ და მოაწვეთეთ ორთქლზე ან მიკროტალღოვან ღუმელში დამდნარი შოკოლადი.

Birnen Kuchen

მიირთვით გემრიელად!

შენიშვნა: თუ ნამცხვარს თქვენთვის შაქარი აკლია, შაქრის პუდრი მოაფრქვიეთ.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *