ისპანახის სუპი ყველით

On 17/08/2014 by letusc

ძალიან გემრიელი ისპანახის სუპი ყველით ისპანახის მოყვარულებისათვის. დასაშვებია დაბალნახშირწყლოვანი და აგლუტენური დიეტის დროს. ძალიან ადვილად მოსამზადებელია. სცადეთ, აუცილებლად მოგეწონებათ.

 

Spinat-Käse Suppe

 

მასალა:

  • 500 გ ისპანახი (ცოცხალი ან გაყინული)
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 200 გ მდნარი ყველი
  • ზეთი, დაფქული წიწაკა, ქინძი
  • 100 გ პამიდვრის ჩირი

მომზადება:

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი ჩაყარეთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ზეთში მოშუშეთ დარბილებამდე. დაამატეთ გარეცხილი, სველი ისპანახი და თან ურიეთ. ისპანახის ფოთლები ჩქარა ჩაითუთქება და მოცულობაში შემცირდება. გააგრძელეთ ჩაშუშვა, ხშირად ურიეთ. ისპანახი რომ დარბილდება, დაასხით ადუღებული წყალი და ბლენდერით ათქვიფეთ. სუპის კონსისტენცია თავად განსაზღვრეთ წყლის რაოდენობით. წამოდუღების შემდეგ ქვაბში ჩაუშვით მდნარი ყველი და ურიეთ, ვიდრე არ დადნება. დაამატეთ წვრილად დაჭრილი პამიდვრის ჩირი.
სუპი შეკმაზეთ მარილით, ახლად დაფქული წიწაკით და წვრილად დაჭრილი ქინძით.
სუფრასთან ცხელ-ცხელი მიიტანეთ გახუხულ ტოსტთან ან ბაგეტთან ერთად.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *