ისპანახიანი ეკლერი

On 31/10/2013 by letusc

შუს და ეკლერს მოხარშული ცომით ამზადებენ. რადგან ცომი უშაქროა, მისი შეკმაზვა შეიძლება როგორც ტკბილი, ასევე მარილიანი შიგთავსებით. ამჯერად გთავაზობთ ისპანახიან ეკლერს, რომელიც ნიგვზიანი ისპანახის შიგთავსით ამოვავსე. ძალიან გემრიელია. გამოგადგებათ სტარტერად/საუზმეულად.  მოამზადეთ და ისიამოვნეთ.

Spinat-Éclair

მასალა დაახლოებით 10 ცალისათვის:

ცომი:

  • 250 მლ წყალი
  • 100 გ კარაქი
  • 200 გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი
  • 5-6 კვერცხი (ზომაზე დამოკიდებულებით)

ისპანახის შიგთავსი:

  • 1 კგ ისპანახი
  • 200 გ ნიგოზი, გატარებული
  • 1 სკ ღვინის ძმარი
  • 1 ჩკ დაფქული ქინძი
  • 1 კბილი ნიორი
  • მარილი, მწარე წიწაკა გემოვნებით
  • პატარა კონა ქინძი
  • ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

მოამზადეთ ნიგვზიანი ისპანახი.

ქვაბში აადუღეთ წყალი კარაქთან და მარილთან ერთად.

Spinat-Éclair

ჩაყარეთ ფქვილი და კოვზის ძლიერი მორევით შეურიეთ სითხეს. ქვაბი ნელ ცეცხლზე დატოვეთ და ცომს ურიეთ, ვიდრე ცომი გუნდის ფორმას არ მიიღებს და ქვაბის ფსკერს მოსცილდება. ოდნავ შეაგრილეთ და თითო-თითო კვერცხი შეათქვიფეთ მიქსერით. ერთი კვერცხი ბოლომდე რომ შეერევა, შემდეგი შემდეგ ჩაახალეთ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა თხევადი.

ცომი ჩადეთ შპრიცში ან კულინარულ პარკში და თუნუქის ქაღალდდაფენილ ფურცელზე დასვით პატარა ზოლები (დაახლოებით 10 სმ). წინასწარ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხვეთ ვიდრე ეკლერები არ დაიბერება და ფერს არ შეიცვლის (20-30 წუთი).

ისპანახიანი ეკლერი

შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან და ცხრილზე გააცივეთ.

Spinat-Éclair

გაცივებული ეკლერები სიგრძივად გაჭერით ერთი გვერდიდან ჩადეთ ნიგვზიანი ისპანახი, რამოდენიმე მარცვალი ბროწეული და ისევ დახურეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *