შოკოლადის მინანქარი კაკაოთი

On 27/01/2013 by letusc

ეს გემრიელი მინანქარი შეგიძლიათ ტორტების, ნამცხვრების, ხრამუნების და ნებისმიერი დესერტის მოსართავად გამოიყენოთ. მინანქარი გაცივების შემდეგაც რბილი რჩება და ნამცხვრის დაჭრისას არ ტყდება.

Schokoglasur

მასალა:

  • 150 გ შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
  • 3 სკ კაკაო
  • 6 სკ რძე
  • 50 გ კარაქი

მომზადება:

შაქრის, ვანილიანი შაქრის და კაკაოს ნარევს დაამატეთ რძე, კარგად აურიეთ და დადგით ნელ ცეცხლზე. ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ დაამატეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, მუდმივი მორევით მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.
გაითვალისწინეთ, რომ ცხელ მინანქარს თხელი კონსისტენცია აქვს და ნამცხვრიდან ადვილად ჩამოიღვენთება, გაგრილებული სქელდება და ბლანტი ხდება. ამიტომ საჭიროა მინანქრისათვის სწორი ტემპერატურის შერჩევა თქვენი გეგმების შესაბამისად. თუ მთელი ნამცხვრის დაფარვას აპირებთ მინანქრით, ან გსურთ ნაწილობრიბ მოასხათ, აცალეთ მინანქარს შეგრილება და შესქელება და ასე გამოიყენეთ.

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “შოკოლადის მინანქარი კაკაოთი”

Leave a Reply to სალომე Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *