მაჭკატების (ფანქეიქების) პარტი let us cook-თან
ჩვენი ლაბორატორიის კულინარულ-სამეცნიერო სემინარი.
ჩვენი ლაბორატორიის (სადაც მე ვმუშაობ) წევრები კვირაში ერთხელ ვიკრიბებით აქტუალური საკითხების განხილვისათვის. ამჯერად მოეწყო გასვლითი სხდომა let us cook-თან, სადაც შეხვედრამ კულინარულ-სამეცნიერო ხასათი მიიღო. ეს იყო რიგით მეორე კომბინირებული სემინარი let us cook-თან.
სემინარი გემრიელი საუზმით დავიწყეთ, მაჭკატებზე გადავედით და ბოლოს მეცნიერებაც არ დავივიწყეთ. საბოლოო ჯამში, საუზმის ნაცვლად ბრანჩი გამოგვივიდა.
სემინარის მონაწილეები არიან ჩვენი ინტერნაციონალური ლაბორატორიის თანამშრომლები და სტუმარი ბათუმის უნივერსიტეტიდან.
ჩვენი საუზმე:
გაგაცნობთ სემინარის მონაწილეებს და let us cook-ის სტუმრებს.
ჯოანა ძალიან ხალისიანად შეუდგა მაჭკატების გამოცხობას და მშვენივრად გაართვა თავი .
პეტერი
ეთიკო
თენგიზი
შემდეგ გადავედით სემინარის სამეცნიერო ნაწილზე – მოვისმინეთ ბაჩოს საინტერესო მოხსენება.
მე
სემინარმა ძალიან სასიამოვნო ატმოსფეროში ჩაიარა, სტუმრებმა ბევრი იმხიარულეს და იხალისეს მაჭკატების გამოცხობისას. სემინარის სამეცნიერო ნაწილიც საინტერესოდ წარიმართა.
let us cook მადლობას უხდის მონაწილეებს კულინარულ ნაწილში აქტიური მონაწილეობისა ძალიან სასიამოვნო შეხვედრისათვის.