ნაპოლეონი

On 12/01/2014 by letusc

ნაპოლეონი ყველასთვის საყვარელი ნამცხვარია. არსებობს მისი სხვადასხვა სახეობები. შემოგთავეზებთ ნაპოლეონის მარტივ ვარიანტს – ნაყიდი ფენოვანი ცომით და გემრიელი კრემით.

 

Napoleon-Blätterteig-Creme Schnitte

 

მასალა:

2 შეკვრა დახვეული ფენოვანი ცომი (თითო 275 გ დაახლოებით)ან სხვა შეფუთვით.
3 კვერცხის გული
120 გ შაქარი
500 მლ რძე (100 მლ ცივი, დანარჩენი – ცხელი)
50 გ ფქვილი
25 გ სახამებელი
½ ჩკ ყავის ფხვნილი
1 ჩკ კონიაკი
1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
80 გ კარაქი
შაქრის პუდრი მოსართავად

მომზადება:

კვერცხის გულები გათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ ფქვილი და ცივი რძე ნაწილ-ნაწილ და მორიგეობით და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ნელ-ნელა დაასხით მდუღარე რძე და განუწყვეტლივ ურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე და მუდმივი რევით მიიყვანეთ ადუღებამდე. ბუშტების გამოჩენისთანავე კრემი მზად არის. Qვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, კრემს ცხელსვე შეურიეთ კარაქი და ვანილიანი შაქარი და კარგად გახსენით. შემდეგ ზედაპირზე გადააფარეთ კულინარული ცელოფანი ისე, რომ ცელოფანი კრემის ზედაპირს მჭიდროდ ეხებოდეს და აცალეთ მთლიანად გაცივება. გაცივებული კრემი ათქვიფეთ, შეურიეთ კონიაკში გახსნილი ყავა და კიდევ ათქვიფეთ მიქსერით.
ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ.
ფენოვანი ცომი გაშალეთ მაგიდაზე, დაჭერით 8 ნაწილად. თავისივე ქაღალდით მოათავსეთ ღუმელის ცხრილზე და შედგით ღუმელში.

 

Napoleon-Blätterteig-Schnitte

 

ცომი ამოფუებას რომ დაიწყებს, დაუწიეთ ცეცხლს 150 გრადუსამდე. ზედაპირი მსუბუქი ოქროსფერი გახდება, კიდევ დაუწიეთ ცეცხლს 100 გრადუსამდე და გამოაშრეთ სასურველ კონსისტენციამდე.

 

Blätterteig-Schnitte

 

გამოიღეთ ღუმლიდან ცხრილიანად და ასევე გააცივეთ.

 

Blätterteig-Creme Schnitte
გაცივებული ნაპოლეონები გაჭერით ჰორიზონტალურად, ქვედა ნაწილზე წაუსვით კრემი, დაახურეთ ზედა ნაწილი და მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი.

მიირთვით გემრიელად!  Smile

შენიშვნა: თუ თუ სხვა შეფუთვის ფენოვან ცომს შეიძენთ, იმოქმედეთ შესაბამისად. ტემპერატურის დაწევა აუცილებელია იმისათვის, რომ ნაპოლეონი შიგნიდან კარგად გამოშრეს და ხრამუნა გამოვიდეს.

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *