ჯემიანი ფხვიერი ნამცხვრები
ადვილად გამოსაცხობი და უგემრიელესი ორფენიანი ნამცხვრები ჯემით. შეგიძლიათ თქვენი საყვარელი ჯემი ან მურაბის წვენი გამოიყენოთ. მე შევარჩიე ჩემი მომზადებული ქლიავის ჯემი, რომელიც ძალიან მოუხდა. შეგიძლიათ აგლუტენური ვარიანტი მოამზადოთ, თუ აგლუტენურ ფქვილს გამოიყენებთ.
მასალა:
- 250 გ ფქვილი
- 50 გ დაფქული ნუში
- 100 გ შაქარი
- 100 გ კარაქი
- 2 კვერცხი
- 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი
- 1/4 ჩკ გამაფხვიერებელი
- ცოტაოდენი შაქრის პუდრი დეკორაციისათვის.
ჯემი, მურაბის წვენი ან ნუტელა გემოვნებით
მომზადება:
კარაქი, ფქვილი, შაქარი, ნუში, ვანილიანი შაქარი და კვერცხი შეურიეთ და მოზილეთ გლუვი ცომი, შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მაცივარში გააცივეთ ერთი საათით. კარგად რომ გაცივდება, გააბრტყელეთ, გამოჭერით სასურველი ფორმები და დააწყვეთ ქაღალდდაფენილ საცხობ ფურცელზე. შემდეგ გამოჭრილი ნამცხვრების ნახევარს ცენტრში იგივე ან სხვა ფორმის პატარა ზომის ცომი ამოჭერით.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი. დარჩენილი ცომით გააგრძელეთ ნამცხვრების გაამოჭრა. თუ ცომი გათბა და დარბილდა, ისევ გააცივეთ მაცივარში ცელოფანში გახვეული.
ნამცხვრები ცხრილზე გააცივეთ.
მთლიან (ხვრელის გარეშე) ნამცხვარს თხლად გადაუსვით ჯემი, მურაბის წვენი ან ნუტელა და დააფარეთ ხვრელიანი ნამცხვარი. ზევიდან მოაფრქვიეთ შაქრის პუდრი.
ნამცხვრები შეინახეთ ჰაერისაგან დაცულ ჭურჭელში.
მიირთვით გემრიელად!