ნიგვზიანი ბადრიჯანი

On 23/04/2013 by letusc

საქართველოში ყველასათვის საყვარელი საუზმეული – ნიგვზიანი ბადრიჯანი ჩემი სხვადასხვა ეროვნების მეგობრებს შორისაც ერთ ერთი ყველაზე პოპულარული კერძია. ერთ მექსიკელ მეგობარს (მამრობითი სქესის) ისე მოეწონა, რომ მთხოვა, მომზადება მესწავლებინა. რა საკვირველია, ჩავუტარე გაკვეთილი!  :) ძალიან ყურადღებით ადევნებდა თვალს მომზადების პროცესს და ხელიც წამახმარა. მექსიკაში უკან დაბრუნებისას სუნელებიც გავატანე. მას შემდეგ რამოდენიმე წელი გავიდა. თურმე ეს პიროვნება მექსიკაში წარმატებულად ამზადებს ნიგვზიან ბადრიჯანს თავისი მეგობრების გასამასპინძლებლად. პეიოდულად ბერლინში ჩამოდის ხოლმე მივლინებით. მეც აუცილებლად ვახვედრებ ნიგვზიან ბადრიჯანს. ხუმრობს ხოლმე – ბერლინში სპეციალურად ბადრიჯნის საჭმელად ჩამოვდივარო. წასვლისას „ბადრიჯნის შემდეგ პარტიმდე“ (Auberginen party) გვემშვიდობება ხოლმე  :).

მინდა ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ. გამოცდილი დიასახლისებისათვის ალბათ კაგად ნაცნობი რეცეპტია, მაგრამ ახალბედა და დამწყებ კულინარებს საფეხურებრივად აღწერილი მომზადების წესი დაეხმარებათ გემრიელი კერძის მომზადებაში.

Auberginen mit Walnusssauce

მასალა:

  • 1 კგ ბადრიჯანი
  • ზეთი შესაწვავად
  • 200 გ დაფქული (გატარებული) ნიგოზი
  • 1 ჩკ დაფქული ქინძი
  • 1 ჩკ ხმელი სუნელი
  • 1,5 ჩკ ხავერდა (ყვითელი ყვავილი)
  • მარილი და დაფქული წიწაკა გემოვნებით
  • ნიორი 1-2 კბილი
  • 1 სკ ძმარი
  • პატარა კონა ქინძი
  • ანადუღარი და გაცივებული წყალი საჭიროების მიხედვით

მომზადება:

ბადრიჯანი:

ქორფა, საშუალო ზომის ბადრიჯნები გარეცხეთ, ყუნწები მოაჭერით და დაჭერით თხელ ჰორიზინტალურ ნაჭრებად.

auberginen

თითოეულ ნაჭერს მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 15-20 წუთი. შემდეგ რამოდენიმე ნაჭერი ერთად აიღეთ, ხელის მსუბუქი მოჭერით ზედმეტი სითხე (და მომწარო ნივთიერებები) გამოდევნეთ.

ტაფაზე გააცხელეთ ზეთი ზომიერად, დააწყვეთ ბადრიჯნის ნაჭრები და ზომიერ ცეცხლზე შეწვით ორივე მხრიდან.

Auberginenbraten

გაითვალისწინეთ, რომ მაღალ ცეცხლზე ბადრიჯანი შეიძლება უცებ დაგეწვათ და შიგნიდან უმი დარჩეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ტემპერატურის შერჩევა. ნაჭრები გარედან უნდა ზომიერად შეიბრაწოს და შიგნიდან ჩარბილდეს.

თუ გნებავთ შემწვარი ბადრიჯანი ნაკლებკალორიული გამოგივიდეთ, ტაფიდან ამოღების შემდეგ ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ, რომ ქაღალდმა ზედმეტი ცხიმი გამოიწოვოს.

ნიგვზის საკმაზი:

საკმაზის მომზადების წესს ბაჟეს რეცეპტშიც ნახავთ.

დაფქულ ნიგოზს შეურიეთ სუნელები (ნედლი ქინძის გარდა), მარილი, ნიორი, ძმარი, 1 სკ წყალი და ხელით მოზილეთ ისე, რომ მშრალი მასალა დასველდეს. ასე გააგრძელეთ დაახლოებით ხუთი წუთი. მალე შეატყობთ, რომ ხელის მოჭერისას ნიგოზს ზეთი გამოეყოფა. გააკეთეთ ნიგვზიანი მასის პატარა გუნდები, მუჭის მოჭერით გამოადინეთ ზეთი და ჭიქაში ჩაწურეთ.

Walnussöl

ახალი გამოწურული ზეთი ცოტა მღვრივეა, ცოტა ხანში ნიგვზის ნაწილები დაილექება და კამკამა გახდება. ასე გამოწურული ზეთი ძალიან გემრიელია სალათებში. თუ მოგრჩებათ, გადაინახეთ.

შემდეგ ნიგოზს დაასხით რამოდენიმე სადილის კოვზი წყალი და მთლიანად შეურიეთ ნიგოზს. ნელ-ნელა ამატეთ წყალი და თან ურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. ბოლოს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ქინძიც. გემო გასინჯეთ და თუ რაიმე აკლია, დაუმატეთ.

მიღებული საკმაზი წაუსვით ბადრიჯნის თითოეულ ნაჭერს და ზევიდანაც გადაუსვით.

Auberginen-falten

მოაწვეთეთ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.

Auberginen mit Walnusssauce

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

4 Responses to “ნიგვზიანი ბადრიჯანი”

  • Liebe Tamar,
    nun weiß auch ich, wie die köstlichen Auberginen hergestellt werden! Überhaupt werde ich in Zukunft häufig Deine website aufsuchen – die Rezepte und die Darstellung bzw. Anleitung gefallen mir sehr gut! Herzlichen Dank für Deinen Hinweis und ganz liebe Grüße
    Marianne

    • Liebe Marianne, vielen Dank für den Kommentar. Es freut mich sehr, dass die Webseite Ihnen gut gefallen hat. Für Fragen stehe ich ihnen gerne zur Verfügung. Liebe Grüße :)
      Tamar

  • Ich bin der von Mexiko lieber Freund von der Familie Gloveli. Ja, villeicht habe ich doch die Auberginenparties begonnen und bin froh darauf. Kein Wunder, da die Auberginen mit Walnüssen sind eine der besten Kostbarkeiten ich je gegessen habe!!!! …und mit Freunden, was kann man noch von Leben verlangen?
    Liebe, liebe Gruesse!!!!!
    …und “by the way”, am Sonntag haben wir Muterstag in Mexiko gefeiert. Was habe ich vor meiner Mutti gekocht? Ja!!!! Auberginen!!!!! (Nicht so lecker wie Tamar, aber mit Liebe schmeckt alles hervoragend!)

    • Lieber Rafael, so eine Überraschung! Schön von dir zu hören! Ich freue mich, dass du das Gericht nachgekocht hast und ich bin mir sicher, dass deine Auberginen sehr lecker geworden sind. Hoffentlich haben die deiner Mama gut geschmeckt.
      Liebe Grüße! :)
      Tamar

Leave a Reply to Heinemann, Marianne Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *