სრულმარცვლოვანი სპაგეტი ისპანახით

On 05/03/2013 by letusc

სრულმარცვლოვანი პროდუქტების სასარგებლო თვისებებზე მოკლედ უკვე ვისაუბრეთ სრულმარცვლოვანი სპაგეტი ბოლონეზეს რეცეპტის წინასიტყვაობაში. ამჯერად შემოგთავაზებთ სრულმარცვლოვანი სპაგეტის და ვიტამინების წყაროს, ისპანახის ძალიან გემრიელ, რა საკვირველია ჯანსაღ და ადვილად მოსამზადებელ კერძს. ცოცხალი ისპანახის მაგივრად შეგიძლიათ გაყინულიც გამოიყენოთ.

სრულმარცვლოვანი სპაგეტი ისპანახით

მასალა:

  • 250 გ სრულმარცვლოვანი სპაგეტი (ხორბლის ან იფქლის)
  • 1 კგ (დაახლოებით) ისპანახი
  • 1 თავი ხახვი
  • ზეთი ხახვის მოსაშუშად
  • პატარა კონა ქინძი
  • დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება:

სპაგეტი მოხარშეთ ადუღებულ და დამარილებულ წყალში სასურველ კონსისტენციამდე. წყალი გადაწურეთ და ცივი წყალი გადაავლეთ და საწურზე დაწურეთ. დააფარეთ, რომ ზედაპირი არ გამოუშრეს.

ისპანახი კარგად გარეცხეთ, მოხარშეთ და საწურზე დაწურეთ.

რგოლებად ან წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში მსუბუქად ფერის შეცვლამდე, დაამატეთ მოხარშული ისპანახი, კარგად მოურიეთ და გააგრძელეთ შუშვა. შეკმაზეთ მარილით და წიწაკით. ისპანახი წვენს რომ დაიშრობს, უკვე მზად არის. გამორთვის წინ შეურიეთ დაჭრილი ქინძი.

Dinkel Vollkornspaghetti mit Spinat

მოხარშული სპაგეტი ტაფაზე ცოტა ცხიმში გააცხელეთ, გადმოიღეთ თეფშებზე თითო ულუფა, დაამატეთ სასურველი რაოდენობის ისპანახი და ცხელი მიიტანეთ ულუფებად განაწილებული სუფრასთან.

Dinkel Vollkornspaghetti mit Spinat

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “სრულმარცვლოვანი სპაგეტი ისპანახით”

  • Tu Shegidzliat mitxrat saqartVelosi sad ikideba srulmarcvlovani (ifqlis fqvili da misi nawarmi/makaroni)

    madloba

    • ირინა, სამწუხაროდ არ ვიცი, რომელ სუპერმარკეტშია გაყიდვაში სრულმარცვლოვანი პროდუქტები. იქნებ დიდ სუპერმარკეტებში ჰქონდეთ.

Leave a Reply to ირინა Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *