ტოლმა ვაზის ფოთოლში

On 10/05/2013 by letusc

გთავაზობთ ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმის ჩემეულ ვერსიას.
კერძი ადვილი მოსამზადებელია და ცხიმის დამატებას არ საჭიროებს. და თუ მჭლე ხორცსაც გამოიყენებთ, მიიღებთ დაბალკალორიულ, უგემრიელეს კერძს. აუცილებლა სცადეთ!

Tolma –Weinblattrouladen

მასალა:

  • 1 კგ შერეული ფარში (გატარებული ხორცი ღორის და ძროხის)
  • 1 პტარა თავი ხახვი
  • 100 გ მრგვალმარცვალა ბრინჯი
  • 1-2 კბილი ნიორი
  • ქინძი და ოხრახუში
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • ვაზის ნორჩი, საშუალო ზომის ფოთლები
  • ტყემალი ან ალუჩა სურვილისამებრ გემოვნებით
  • 500 მლ მაწონი/ნატურალური იოგურტი

შენიშვნა: საჭირო ვაზის ფოთლების რაოდენობა მათ ზომაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია ფოთლები, მით უფრო მეტი ხორცი თავსდება შიგ და ამიტომ ნაკლები რაოდენობის ფოთლებია საჭირო.

მომზადება:

ვაზის ფოთლები კარგად გარეცხეთ და მდუღარე წყალში 1-2 წუთი გააჩერეთ. ამოიღეთ წყლიდან და გააცივეთ.
გატარებულ ხორცს შეურიეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, გაჭყლეტილი ნიორი, მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, გარეცხილი ბრინჯი და კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
აიღეთ ვაზის ფოთოლი, გაშალეთ თეფშზე ძარღვიანი ზედაპირით ზევით, დაადეთ ხორცის ნარევი და გადაკეცეთ კონვერტისებურად. ხორცის რაოდენიბა განსაზღვრეთ ფოთლის ზომის მიხედვით.

Tolma –Weinblattrouladen

ასე შეხვეული ტოლმები განალაგეთ ქვაბში ფენა-ფენა ისე, რომ თითო ფენაზე რამოდენიმე 4-5 მკვახე ტყემალი ჩააყოლოთ.
ცალკე მოამზადეთ წვენი: დაახლოებით 2 ლიტრი თბილი წყალი შეკმაზეთ მარილით და პილპილით და დაასხით ტოლმას ისე, რომ წვენმა დაფაროს ტოლმა. დააფარეთ გადმობრუნებული მათლაფა, ქვაბის სახურავი ცოტა გადახდილი და საშუალო ცეცხლზე წამოადუღეთ.

Tolma –Weinblattrouladen kochen

რომ ადუღდება, ცეცხლს დაუწიეთ და ხარშეთ მზადყოფნამდე.
სუფრასთან მიიტანეთ ცხელი მაწონთან ერთად.

Tolma –Weinblattrouladen

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “ტოლმა ვაზის ფოთოლში”

  • Liebe Tamar, ich habe diese leckere Speise schon mal in Georgien und auch in Armenien gegessen. Aber es war ohne Fleisch. Wie geht denn die vegetarische Variante?

Trackbacks & Pings

Leave a Reply to Wiebke Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *