ყავისფერი ხრამუნები

On 06/12/2012 by letusc

გემრიელი და ადვილად მოსამზადებელი ყავისფერი ხრამუნები ფხვიერი ცომით.

Schoko-Kekse

მასალა:

  • 300 გ ფქვილი
  • 100 გ შაქარი
  • 2 სკ კაკაო
  • 150 გ კარაქი
  • 1 დიდი კვერცხი
  • 1 შეკვრა ვანილიანი შაქარი

მომზადება:

ფქვილი, შაქარი,  ვანილიანი შაქარი და კაკაო აურიეთ ერთმანეთში, დაამატეთ დაკეპილი ცივი კარაქი, ხელით კარგად აზილეთ,  შეურიეთ  გათქვეფილი კვერცხი და მოზილეთ გლუვი ცომი. შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 1 საათით მაცივარში შეინახეთ. შემდეგ გააბრტყელეთ დაახლოებით 5 მილიმეტრის სისქეზე, გამოჭერით ფორმებით ფიგურები და  გამოაცხვეთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-12 წუთი შუა დონეზე.

Schoko-Kekse

მიირთვით გემრიელად! Smile

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

2 Responses to “ყავისფერი ხრამუნები”

Leave a Reply to Emilia Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *