ქათმის რულეტი ჰუმუსით და ყველით

On 17/09/2017 by letusc

ქათმის რულეტი ჰუმუსით და ყველით დაბალნახშირწყლოვანი და ცილებით მდიდარი კერძია. გამოგადგებათ ცილოვანი და დაბალნახშირწყლოვანი დიეტების დროს. ძალიან გემრიელია და უცებ მზადდება.

Hähnchenrolle mit Hummus-Käse Füllung

მასალა:

  • ქათმის მკერდის ნაჭრები
  • მდნარი ყველის ნაჭრები
  • თურქული ბარდის ჰუმუსი
  • მარილი, მწარე წიწაკის ფანტელები
  • ცოტაოდენი ზეთი
  • დაჭრილი მწვანილი (ქინძი), სურვილით

შენიშვნა: მკერდის ნაჭრების რაოდენობა თავად განსაზღვრეთ თქვენი საჭიროების
მიხედვით. ყოველ ნაჭერზე იანგარიშეთ ერთი ნაჭერი მდნარი ყველი და ერთი ჩკ ჰუმუსი.

მომზადება:

ქათმის საშუალო ზომის მკერდის ნაჭერი გარეცხეთ და შეშრეთ. მჭრელი დანით გაჭერით ჰორიზონტალურად, მაგრამ არა ბოლომდე ისე, რომ ამ ჩაჭრით “ჯიბე” მიიღოთ. “ჯიბის” შიგნით მოაფრქვიეთ მარილი და დაღერღილი წიწაკა. წაუსვით დაახლოებით ერთი ჩკ ჰუმუსი (ნაყიდი გამოვიყენე), ჩადეთ მდნარი ყველის მოზრდილი ნაჭერი და კულინარული ჩხირებით “შეკერეთ”. შიგნით შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მწვანილეულიც ჩაატანოთ.
ცეცხლგამძლე ფორმაში ჩაფინეთ ქაღალდი, გადაუსვით თხლად ზეთი და ჩააწყვეთ მომზადებული რულეტები. შეწვით წინსწარ გახურებულ ღუმელში დაახლოებით 220 გრადუსზე. ეცადეთ ძალიან არ გამოაშროთ. ერთხელ გადააბრუნეთ.
თანმხლები კერძი თავად შეურჩიეთ. მე ჩემი საყვარელი ბატატი გამოვიყენე, რომელიც ძალიან მოუხდა.
სუფრაზე მიტანის წინ ჩხირები მოხსენით და თბილ-თბილი შესთავაზეთ სტუმრებს.

გემრიელად მიირთვით!

Print Friendly, PDF & Email

Comments

comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *